ნიკა მელიას გათავისუფლებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება. როგორც ჟიგიმანტას პავილიონისი აღნიშნავს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მომლაპარაკებლების, ასევე მისი პირადი დამსახურებით გათავისუფლდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდენტისგან კრიტიკა მივიღე, თავისუფლება იქნა დაცული, რასაც ყველას ვულოცავ," - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი ფეისბუკზე.
ნიკა მელიას განთავისუფლებას ფრანგული გამოცემა "ეჯენს ფრენს პრესიც" ეხმაურება. სტატიის ავტორის თქმით, ეს არის იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციურმა პარტიებმა ევროკავშირის შუამავლობით მიაღწიეს.