17 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა არ უნდა აეკრძალოს - იაგო ხვიჩია საარჩევნო რეფორმაზე

საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს ერთ-ერთი ძირითადი საკითხი საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვაზე სანქციების გამკაცრება იყო.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეების ჩართვა საარჩევნო პერიოდში ქვეყნის სუვერენიტეტზე ცუდად აისახება, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მიმართული ინიციატივაა. 

პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უცხო ქვეყნაში მცხოვრებ პირებს ქართულ პოლიტიკაში ჩართვა არ უნდა აეკრძალოთ.

"მე მიმაჩნია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", მიხეილ სააკაშვილს არ უნდა აეკრძალოს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა. მეტი კონკურენცია ნიშნავს უკეთესს ხარისხს,"- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი კი აღნიშნავს, რომ ყველაფერი დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან.

"ის, რომ ნებისმიერ ადამიანს სხვა ქვეყნიდან არ უნდა შეეძლოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა ზოგად კონტექსტს ვეთანხმები, თუმცა ყველას გვესმის, რომ ამ სიტუაციაში ეს არის სააკაშვილთან დაკავშირებული. ამ კონტექსტში ამ ცვლილებების შეტანა უფრო დაგვაცილებს,"- აღნიშნა იოსელიანმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება.

დღის ამბები