17 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - საკოორდინაციო საბჭო ​პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობს

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მორიგი სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ მინისტრი ხელმძღვანელობს.

დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ შეხვედრაზე.

დიდი ალბათობით საბჭო საქართველოში კოვიდ პასპორტის ამოქმედების დეტალებზე იმსჯელებს. ვისზე და რა პირობებით გაიცემა დოკუმენტი, ასევე რა პრივილეგიებით ისარგებლებენ მისი მფლობელები გავიგებთ ელექტრონული პრეზენტაციის შემდეგ.

ასევე საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება საზოგადოებრივ მუნციპალური ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებითაც.

აცრის ტემპების დასაჩქარებლად კი ჯანდაცვის უწყება ქვეყანაში იმუნიზაციის კაბინეტების დამატებასაც გეგმავს.

 

დღის ამბები