17 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობა კაჭრეთში - არასამთავრობო სექტორი მოსალოდნელ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს

მეორე დღეა კაჭრეთში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ, საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი პარლამენტში შემუშავებულ ცვლილებებს განიხილავს. სხდომას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები ესწრებიან, მათ შორის - შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობაში მონაწილეობს არასამთავრობო სექტორიც. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ ის ცვლილებები, რომლებიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის თანახმად საარჩევო სისტემაში უნდა განხორციელდეს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ სფეროს.

ამასთან, ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ცვლილებები ასევე შეეხება საარჩევნო დავების, საარჩევნო კამპანიების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემურ საკითხებსაც.

"მაგალითად, სახელმწიფო რწმუნებულებს და მინისტრის მოადგილეებს შეუზღუდავად აგიტაციის უფლება არ ჰქონდეთ. თუმცა მთლიანობაში ასეთი სერიოზული მნიშვნელოვანი კრიტიკა არ გვაქვს,"- აცხადებს ლევან ნატროშვილი.

არასამთავრობო სექტორში ასევე მიაჩნიათ, რომ პარტიას, რომელიც პარლამენტში არ შევა და საარჩევნო მანდატით არ ისარგებლებს, არ უნდა წაერთვას საარჩევნო კომისიაში წევრის ყოლის უფლება.

დღის ამბები