Astrazeneca-თი ვაქცინაციას 45 წლიდან მოქალაქეებიც შეძლებენ, გადაწყვეტილება ვაქცინაციის საბჭომ მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ 45 წლის ზემოთ მისი გაკეთება უსაფრთხოა.
"ის სავარაუდო შესაძლო გართულებები, რის გამოც Astrazeneca-ზე სხვადასხვა ქვეყანამ დოზის შეზღუდვა განიხილა, ძალიან იშვიათია და ეს გართულებები კიდევ უფრო იშვიათია მაღალ ასაკში. თუმცა ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ 45 წლის ზემოთ უსაფრთხოა მისი გაკეთება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
Astrazeneca-თი ვაქცინაციას 45 წლიდან მოქალაქეებიც შეძლებენ, გადაწყვეტილება ვაქცინაციის საბჭომ მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ქვეყანაში ჩინური პრეპარატის, "სინოფარმის" დოზები თითქმის ამოწურულია.