17 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ეს ცვლილებები არჩვენების გაყალბებაზე საუბრის საბაბსაც კი აღარ დატოვებს - ირაკლი კობახიძე საარჩევნო რეფორმაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც საარჩევნო რეფორმის ფარგლებში იგეგმება, არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საბაბსაც კი აღარ დატოვებს. ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხთა უმრავლესობა უკვე შეჯერებულია.

აღნიშნული განცხადება კობახიძემ კაჭრეთში გააკეთა, სადაც უკვე მეორე დღეა საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობა მიმდინარეობს. საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი პარლამენტში შემუშავებულ ცვლილებებს განიხილავს. სხდომას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები ესწრებიან.

"არსებითად იყო შეჯერებული პოზიციები საკითხების უმეტესობაზე. რჩება რამდენიმე თემა, რაზეც გვექნება დამატებითი კონსულტაციები, ვფიქრობ, რომ საერთო პოზიციების შეჯერებას მოვახერხებთ. კანონპროექტი, როგორც მოგეხსენებათ, იყო გავლილი წინა სამუშაო ჯგუფში, დამატებით იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც უკავშირდება იმ მემორანდუმს, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი, აქ არის საუბარი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე. ეს ცვლილებები საბაბსაც კი არ დატოვებს არჩვენების გაყალბებაზე საუბრისა.

აქ არის საუბარი იმაზე, რომ იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეზე 8 ოპოზიციური პარტია იქნება თითო წევრით წარმოდგენილი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები