17 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
მან შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა ინდივიდუალურად, მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი - დავით კირკიტაძე სალომე სამადაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ერთადერთი პირი, ვისაც მისი პარტიიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის ლეგიტიმაცია ჰქონდა, ნიკა მელია იყო.

დავით კირკიტაძემ  პარტიის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილს გადაწყვეტილებაც შეაფასა, რომელმაც დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება პარტიისგან დამოუკიდებლად მიიღო და აღნიშნა, რომ მის ადგილზე ასე არ მოიქცეოდა, თუმცა, მის გაკიცხვას არ აპირებს. 

"ერთადერთი პირი, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ლეგიტიმური უფლება აქვს, არის ნიკა მელია, იმიტომ, რომ ის არის პარტიის თავმჯდომარე და მან უნდა წარმოადგინოს მესამე პირებთან ჩვენი პოლიტიკური პარტია. ნიკა მელია ჰყავდა ტყვეობაში საქართველოს ხელისუფლებას და ბუნებრივია, ვერც მე და ვერც ჩემი მეგობრები და კოლეგები ვერ გახდებოდნენ ხელისმომწერნი ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს ადამიანი ფიზიკურად არ იყო გარეთ.

სალომეს ჰქონდა თავისი მოსაზრებები, "ნაციონალურ მოძრაობას" მისთვის ნამდვილად არ მიუცია მანდატი იმისთვის, რომ პარტიის სახელით მოეწერა ხელი, მან მოაწერა ინდივიდუალურად. მე მის ადგილზე ასე ნამდვილად არ მოვიქცეოდი, მაგრამ ამისთვის ვერ გავკიცხავ სალომეს - მას ეს პოზიცია ნათქვამი და დაფიქსირებული ჰქონდა არაერთხელ, სანამ ამ დოკუმენტს ხელს მოაწერდა,"- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დღის ამბები