ისრაელში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა რამდენიმე ქალაქში მიმდინარე დაპირისპირებებით ებრაელ და არაბ მოსახლეობას შორის.
"ვითარება ისრაელში საკმაოდ მძიმეა, რეალურად, პატარ-პატარა, მაგრამ სერიოზული ამბოხებებია ქალაქებში, სადაც არაბი და ებრაელი მოსახლეობა ერთად ცხოვრობს.
სარაკეტო თავდასხმებს ემატება მანქანების დაწვები, სახლების დაწვები... ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს მუდმივად მოვუწოდებთ, უსაფრთხოების ზომები მიიღონ და დარჩნენ საცხოვრებელ სახლებში, განსაკუთრებით, ჩამოთვლილი გვაქვს ქალაქები, სადაც ისინი უნდა მოერიდონ გარეთ გასვლას.
განგაშის ზარის დროს აუცილებლად უნდა შევიდნენ თავშესაფარში, რომელიც მოწყობილია შენობებთან ახლოს," - აცხადებს "კურიერთან" ლაშა ჟვანია.