27 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრი Sinopharm-ით აიცრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში Sinopharm-ის ჩინური ვაქცინით აიცრა.

მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია მაქსიმალურად მოკლე დროში ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების ერთადერთი გზაა.

"ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ სწრაფად და ეფექტიანად დავამარცხოთ კოვიდპანდემია და რეალურად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩემი მოწოდება და სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენი დარგის ყველა წარმომადგენელი ყველა რეგიონში მაქსიმალურად მოკლე დროში აიცრას იმისთვის, რომ უფრო მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მასობრივი ვაქცინაციის კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მასობრივი ვაქცინაცია ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების ნდობისა და აქტივობის გაზრდას.

დღის ამბები