"ლელოს" ლიდერებმა ირაკლი კუპრაძემ და ვატო სურგულაძემ საქართველოში კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კოვიდ შემთხვევები უსწრაფესად იზრდება, ქვეყანაში კი არაფერი კეთდება იმისთვის, რომ კიდევ ერთი ეპიდაფეთქება არ მოხდეს.
მათი განცხადებით, მათი მოთხოვნა არა რეგულაციების გამკაცრება არამედ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში უკვე არსებული რეგულაციების კონტროლი და მონიტორინგის გამკარებაა.