ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში დღეს ანა დოლიძე იმყოფებოდა.
ელჩთან შეხვედრაზე ისაუბრეს თვითმმართველობის არჩევნებზე, სასამართლო რეფორმაზე და შესაძლო გზებზე, რომ ქვეყანა სწრაფი ნაბიჯებით წავიდეს რეფორმებისკენ.
ანა დოლიძე, ასევე, ახლო მომავალში გეგმავს პარტიის რეგისტრაციას, მაგრამ დააყენებს თუ არა მერის არჩევნებზე კანდიდატურას, ამ დროისთვის, უცნობია.
"უნდა ვისაუბროთ შესაძლო გზებზე, რომ ქვეყანა სწრაფი ნაბიჯით წავიდეთ რეფორმისკენ. ამავე დროს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მათ შორის, იმაზე, რომ როგორ შეიძლება შეიქმნას აქ კლიმატი, რომ ახალ პარტიებს შეექმნათ ხელსაყრელი პირობები არჩევნებისთვის. ასევე, სასამართლო რეფორმაზე, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ქვეყანაში, დღევანდელ პირობებში განხორციელდეს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ნაბიჯები,"- განაცხადა მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძემ.