საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები Sinopharm-ის ვაქცინით აიცრნენ. მათ აცრა რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაიტარეს.
ვაქცინით ამ დროისთვის დეპუტატებიდან აიცრნენ: შალვა პაპუაშვილი, ნინო ლაცაბიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ამილახვარი, ოპოზიციიდან კი, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, ავთანდილ ენუქიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი.
ცნობისთვის, დღეიდან AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველთათვის რეგისტრაციის პირობები იცვლება - მიღებული გადაწყვეტილებით, ამიერიდან პრეპარატის გამოყენება უკვე 45 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ.
პარალელურად, დღესვე Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იხსნება. აცრის სასურველი დროისა და ადგილის მითითება მოქალაქეებს სპეციალურ პორტალზე საღამოს 20:00 საათიდან ექნებათ. ანალოგიური პროცედურა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 15-22-ზე დარეკვის შემთხვევაშიც. დოზებს შორის საჭირო ინტერვალი 21-28 დღეა.