"ცუდია როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ "ბროშკა" დარჩება" - ასე ეხმაურება სალომე სამადაშვილის განცხადებას საკუთარ ფეისბუკგვერდის მეშვეობით პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.
საუბარია პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებაზე, სადაც ის "ნაციონალურ მოძრაობას" ინტელექტისგან დაცლილ პარტიას უწოდებს.
"და ეს "იცოდა" ასე ფიქრობდა და ამ პარტიიდან იყარა კენჭი (სულ ცოტა ხნის წინ), თან გულმხურვალე გინებაც გვახსოვს უშვერი ქუჩური სიტყვებით ( "ინტელექტით გამოთქმული"), სანამ სიაში შეიყვანდნენ, ცუდია როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ " ბროშკა", გულქანდა დარჩება," - წერს საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.