17 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ჩვენ დაინტერესებული ვართ სომხეთში იყოს მშვიდობა ისევე, როგორც მთელს რეგიონში - ირაკლი ღარიბაშვილი ფაშინიანს შეხვდა

"ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ერევანში ოფიციალური ვიზიტისას, ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორიას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირისპირ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. თქვენ ახსენეთ კოვიდპანდემია, რომელიც რა თქმა უნდა ყველა ქვეყანას შეეხო, ყველა ხალხს და ურთიერთობას. ამის მიუხედავად რა თქმა უნდა მე დიდი პატივით ჩამოვედი და გესტუმრეთ ერევანში. თქვენ იცით ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ჩვენი ხალხს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული, არა მხოლოდ მეზობლური ურთიერთობები. ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში იყო რა თქმა უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში. თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მრავალმხრივ კომპლექსური. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ განვავითაროთ დამატებით ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი კულტურული ურთიერთობები, ისეთი საკითხები, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა. ეს საკითხები კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ერთმანეთს, რა თქმა უნდა რეგიონულ პრიზმაში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები