პირობის შესრულებასა და პარლამენტში დროულად შესვლისკენ მოუწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობას" ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები.
სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში საკანონმდებლო ორგანოს მიღმა გარეთ დარჩენილ ოპოზიციას შარლ მიშელის დოკუმენტის პირობის შესრულებას და პარლამენტში ადგილების დაკავებას მოუწოდებს:
"ახლა, როცა ბატონი მელია გათავისუფლებულია, ველი, რომ ის პარტიები, რომლებსაც ხელი ჯერ არ მოუწერიათ გასული თვის შეთანხმებაზე, თავიანთ დანაპირებს შეასრულებენ, ხელს მოაწერენ შეთანხმებას და თავიანთ ადგილებს დაიკავებენ პარლამენტში," - აცხადებს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.