17 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ევროპას იმედი აქვს, "ნაციონალური მოძრაობაც" მოაწერს ხელს შეთანხმებას და შეუერთდება პარლამენტს - ქეთი ხუციშვილი ევროპარლამენტარების დისკუსიაზე

"ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტარების მონაწილეობით ონლაინდისკუსიის მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც ქეთი ხუციშვილმა აღნიშნა, ევროკავშირს იმედი აქვს, ოპოზიცია პარლამენტში სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი და ასევე, აპირებს, თვალი მიადევნოს რამდენად სრულდება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შეთანხმების პირობები.

"დისკუსია ეძღვნებოდა იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერა მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. ასევე შეთანხმების მნიშვნელობას და რაც მთავარია, მისი განხორციელების აუცილებლობას. საუბარი იყო იმაზე, რომ ერთი მხრივ, ევროპას იმედი აქვს "ნაციონალური მოძრაობაც" მოაწერს შეთანხმებას ხელს და შეუერთდება პარლამენტს. მეორე მხრივ, აპირებს თვალყური ადევნოს რამდენად შეასრულებს ხელისუფლება იმ ვალდებულებებს, რომელიც ფაქტობრივად გაწერილია შეთანხმებაში," - აღნიშნა ხუციშვილმა.

დღის ამბები