17 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
საქართველო მზად არის, პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში დიალოგის პლატფორმა თბილისში შევთავაზოთ - დავით ზალკალიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად სომხეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფება. დავით ზალკალიანმა ცოტა ხნის წინ სომეხ კოლეგასთან გამართა შეხვედრა და როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას მთავარი საკითხი რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარება და მოგვარების გზებზე მსჯელობა იყო.

როგორც მინისტრმა თქვა, მან სომეხი კოლეგა, ისე, როგორც აზერბაიჯანელი, მოიწვია თბილისში იმისთვის, რომ რეგიონში არსებული ვითარება და პრობლემების მოგვარების გზები სწორედ საქართველოში განიხილონ.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა და ყველა არსებული პრობლემა მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის და მოლაპარაკების გზით. ამ მიმართულებითაც ჩვენი ინიციატივები ცნობილია. ის გაჟღერდა როგორც აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ასევე ერევანში ვიზიტის დროსაც, საქართველო მზად არის, რომ ჩვენს პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში შევთავაზოთ თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა.

ეს მზაობა ჩვენ დავაფიქსირეთ ორივე დედაქალაქში, როგორც ბაქოში, ასევე ერევანში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით, თუკი პოლიტიკური ნება იქნება, შესაძლებელია მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები დაიდოს," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები