17 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
სასწრაფოდ! საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს - საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის ქალაქ ლოდში სრული ჩაკეტვა ცხადდება

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ქალაქ ლოდში სრული ჩაკეტვა ცხადდება, რის შემდეგაც საჯარისო დანაყოფები ყველაზე მკაცრ ზომებს გამოიყენებენ. 

"სასწრაფოდ!!!

ქ. ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი!

არ გახვიდეთ ქუჩაში!

საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს!"- აღნიშნავს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცოტა ხნის წინ საქართველოს საელჩომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს გაზრდილი საფრთხისა და მოსალოდნელი სარაკეტო იერიშების შესახებ აუწყა. 

დღის ამბები