17 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
შარლ მიშელის შეთანხმების აღსრულება - ევროპარლამენტარები მხარეებს დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების შესრულებისკენ მოუწოდებენ

შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაცია დღეს 2 საათიანი ონლაინ დისკუსიის მთავარი თემა იყო. ევროპარლამენტის წევრები ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან და სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმების პუნქტებსა განიხილავდნენ. ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი კრისტიან დანიელსონი იყო. დიპლომატი, რომელმაც შარლ მიშელის დავალებით მმართველ გუნდსა და ოპოზიცის შორის მედიატორის როლი შეასრულა. მისი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილიც მიშელის დოკუმენტს დაეთმო, რეფორმების კონტექსტში. სწორედ ამ რეფორმებსა და პროგრესზეა დამოკიდებული ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის.

იმაზე, რომ შეთანხმებამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განმუხტა თანხმდებიან ევროპარლამენტარები, თუმცა, მიაჩნიათ რომ ახლა ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ერთი მთავარი დავალება აქვთ - აღასრულონ შეთანხმება. დიპლომატები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საკანონმდებლო ორგანოში ძალაუფლების გადანაწილებას, პრობლემად კი მიაჩნიათ ის, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტს მიღმა რჩება.

ევროპარლამენტარების მოწოდებების გარდა, დღეს გზავნილები იყო ამერიკის სენატიდანაც. სენატორი ჯიმ რიში იმედს გამოთქვამს, რომ მელიას გათავისუფლების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში საქმიანობას დაიწყებს.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმება 19 აპრილს შედგა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების შესაბამისად, ნიკა მელია უკვე თავისუფალია, "ნაციონალურ მოძრაობას" ჯერ დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია და არც ის გადაუწყვეტია, დაიწყებს თუ არა საკანონმდებლო საქმიანობას.  

დღის ამბები