17 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
3 დეპორტირებული პატიმრის გამომგზავრება ვერ ხერხდება - საქართველოს ელჩი ისრაელში airzena-ს მიმართავს

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია "ღამის კურიერის" ეთერით კომპანია airzena-ს სთხოვს, ბიზნესკლასის 3 ბილეთი ეკონომკლასის ფასად მიყიდოს. 

ლაშა ჟვანიას თქმით, ისრაელში დეპორტირებულთა ციხეში საქართველოს 8 მოქალაქეა, 5 მათგანი ხვალ გამოემგზავრება, ხოლო ადგილების უქონლობის გამო, 3 მათგანის ტრანსპორტირება ვერ ხორციელდება, სწორედ ამ სამი პირის დროულად გამომგზავრების გამო მიმართავს საელჩო თხოვნით კომპანია აირზენას.

"ვისაც ქვეყნის დატოვება სურდა დღეს დატოვეს, ორი რეისი განხორციელდა. ხვალ კიდევ იქნება რეისი. ისრაელში ჩვენ გვყავს 8 დეპორტირებული პატიმარი, რომელთაგანაც 5 მათგანი ხვალ წამოვა საქართველოში. ადგილები არ არის და რჩება 3 ადამიანი, ამიტომ მე მინდა airzena-ს ვთხოვო მოგვყიდოს ბილეთები ბიზნესკლასის ნაცვლად, ეკონომკლასის ფასად და ამით ძალიან დაგვეხმარება. თუ არა და, კიდევ რამდენიმე დღე დარჩება ის სამი ადამიანი აქ, თუმცა ისინი დაცულები არიან სრულიად,"- აცხადებს ლაშა ჟვანია.

ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, საქართველოში ისრაელიდან დღეს 2 რეისი განხორციელდა.   

დღის ამბები