17 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი - მკაცრად ვგმობ ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ twitter-ის გვერდზე წერს, რომ საქართველო მკაცრად გმობს, ძალადობას და სარაკეტო შეტევებს რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული. 

"მკაცრად ვგმობ ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც მიმართულია ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დაძაბულობის დაუყოვნებლივ დე-ესკალაციას ალტერნატივა არ გააჩნია მშვიდობიან მოსახლეობაში დამატებითი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი twitter-ზე. 

დღის ამბები