COVID-ის საწინააღმდეგო აცრის სპეციალურ პორტალზე რამდენიმე საათის განმავლობაში ტექნიკური შეფერხება იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხარვეზი ელექტრონულ სისტემაში ვაქცინაციის დაჯავშნის მსურველთა მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია.
ამჟამად პრობლემა მოგვარებულია და ყველა მოქალაქეს აცრაზე ჯავშნის გაკეთება თავისუფლად შეუძლია.