ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 326 441 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1 329 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 306 264-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 16 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4 379 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 394 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 588 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2.43%, ბოლო 14 დღის - 5.56%, ბოლო 7 დღის - 4.79%.
სულ აცრილია - 77 343, დღიურად აცრილია - 4 056 პირი.