რა გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში და როგორ შესრულდა მერიის შვიდი მთავარი მიმართულება. 18 მაისიდან კახი კალაძე მოსახლეობას ანგარიშს წარუდგენს.
პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერი უკვე განხორციელებულ და ასევე მიმდინარე პროექტებზე ისაუბრებს. განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთდა.
"18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარედგინება ერთგვარი ანგარიში 7 მიმართულებით, თუ რა გაკეთდა და რა პროექტები განხორციელდა დედაქალაქში," - განაცხადა კახა კალაძემ.