17 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
"ეშმაკმა წაიღოს ყველა ჩინმენდალი" - შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას კვლავ პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესულ ოპოზიციას კვლავ პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.

"მე მინდა მთელი გულით, მეგობრული გრძნობითა და კოლეგიალობით მოვუწოდო პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს, ძვირფასო მეგობრებო ახლა დადგა ჟამი, როდესაც როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო გვიყვარს ჩვენს თავში და არა ჩვენი თავი საქართველოში. ამიტომ, ვინც არ შევედით პარლამენტში, გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ იქ, ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი, მან დაუყონებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე, დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის რეჟიმის ნასახი და ნაკვალევიც აღარ იქნება პოლიტიკურ სივრცეში. 

ჩვენ ისტორიამ მოგვცა შანსი გადავარჩინოთ საქართველო ხმლის, ომის, რევოლუციების გარეშე დ ამ შანსს, ღმერთისგან მოცემულს სჭირდება გამოყენება.

ეშმაკმა წაიღოს ყველა ჩინმენდალი, მანდატი, თუ საქართველო არ იქნება კარგად და კარგად იქნება, როცა მივაფურთხებთ ამ ყალბად არჩეულ ივანიშვილის ხელისუფლებას," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

დღის ამბები