კორონავირუსის გამო დროებით დაწესებული შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა. მუშაობა აღადგინა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. სასწავლო პროცესი განახლდა სკოლებსა და ბაღებში.
ტრანსპორტი თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში დილის 8 საათიდან გამოჩნდა. ამასთან, როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, დღეს მუშაობა განაახლეს საბაგიროებმაც.
"დღეიდან მუშაობა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა განაახლა, გარდა ამისა, საბაგიროებიც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, ისინი დილი 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. ის ძირითადი პირობა, რაც აქამდე იყო, მაგალითად პირბადის ტარება, კვლავ ძალაში რჩება,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.