ისრაელი ღაზის საზღვართან სამხედრო დანაყოფს აძლიერებს და დამატებით კონტიგენტს აგზავნის. ინფორმაციას BBC სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, სამხედროები უკვე საზღვრისკენ დაიძრნენ. "ეს მოსამზადებელი ნაბიჯია," - აცხადებს ის.
სამხედრო ძალების წარმომადგენლის კოლ კონრიკუსის თქმითვე, მობილიზებულია 3 000-მდე რეზერვისტი და სამხედრო ჩინოვნიკი, საზღვარზე კი მიიღეს ბრძანება "ნებისმიერი მოვლენათა განვითარებისა და ესკალაციის მზადყოფნისათვის."