17 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
ისრაელში დაშავებული საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან უკვე გაეწერა - დავით ზალკალიანი

ისრაელში საქართველოს საელჩო და დიპლომატიური წარმომადგენლობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხცადებით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ ისრაელში მცირედ დაშავდა, საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. 

"საელჩო გადასულია 24 საათიან მუშაობის რეჟიმზე და მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან. გუშინ ვთქვი, რომ ისრაელში ერთმა ჩვენმა მოქალაქემ მცირე დაზიანება მიიღო, ის უკვე გაწერილია საავადმყოფოდან და მასთან მუდმივ კავშირზეა ჩვენი საელჩო. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ," - აცხადებს დავით ზალკალიანი. 

ახლო აღმოსავლეთში ისევ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ისრაელ-პალესტინას შორის დაპირისპირება გრძელდება და იზრდება მსხვერპლი. 

ოფიციალური ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს, მათი 90 % ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

ისრაელი სახმელეთო შეტევისთვის ემზადება.

დღის ამბები