17 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
პოლიტიკური ნიშნით შევიწროვება ხდება, სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" უფრო მეტად ემსგავსება მის წინამორბედს - ბექა ლილუაშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატისა და გიორგი გახარიას გუნდის წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, რამდენიმე რეგიონში პოლიტიკური ნიშნით შევიწროების კონკრეტული ფაქტები ხდება.

ლილუაშვილის შეფასებით, საჯარო მოხელეებს პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ რამდენიმე რეგიონში ერთდროულად შევიწროების კონკრეტული ფაქტები ხდება. იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით, ღიად, საჯაროდ და შეიძლება ითქვას, სამაგალითოდ, ამ ადამიანების შევიწროება. იხილა კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება და მათი სამსახურიდან გათავისუფლება.

ძალიან სამწუხაროა, ჩვენი მოქალაქეებისთვის უკიდურესი იმედგაცრუებაა, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება უფრო მეტად ემსგავსება მის წინამორბედს," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები