საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატებს მიმართა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მალე პარლამენტში შევა.
"თქვენს შორის რომ არის ახლა თავისუფალი ადგილი, აი, იქ იქნებიან ცოტა ხანში ჩამწკრივებული ეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ის ხალხი, რომელიც ამბობდა, ვერ დამიჭერთ და გირაოსაც არ გადავიხდითო, შემდეგ დაიჭირეს და აქეთ მათხოვრობდნენ, რომ აბა, რამენაირად გირაო შემახეთ ევროპულიო. ამნისტიასაც მოაწერენ და აქ შემოცუნცულდებიან და დასხდებიან თავისუფალ ადგილას," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.