17 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - კონსულტაციები პარტიაში ამ დრომდე გრძელდება

შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები პარტიაში ამ დრომდე გრძელდება. თემაზე განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა ნიკა მელიამ, რომელიც ამბობს, რომ თანაპარტიელების გარდა შეხვედრები პარტნიორებთან უნდა გაიმართოს.

როდის დასრულდება პროცესი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად პარტიას ერთი თვეც დასჭირდეს. დღესვე გახდა ცნობილი, რომ 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება.

"გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ. კონსულტაციები, რა თქმა უნდა, არის ინტენსიური, როგორც პარტიის შიგნით, ასევე პარტიის გარეთ პარტნიორებთან. მე ვამჯობინე, რომ ინდივიდუალური შეხვედრები მქონდეს  კოლეგა პარტიების წარმომადგენლებთან. ამას დრო დასჭირდება, შესაძლებელია 2 კვირა, შესაძლებელია 3 კვირა, შესაძლებელია ერთი თვეც,“ - აცხადებს ნიკა მელია.

 

 

დღის ამბები