17 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
"თუ ოპოზიციას კიდევ გაქვთ ბრალდება, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა, შემობრძანდით კომისიაში" - არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საგამოძიებო კომისიას უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება პარლამენტში დღეს გამართულ სხდომაზე მიიღე. კომისიის მდივანი "ევროპელი სოცილისტებიდან" დავით ზილფიმიანი იქნება.

საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 17 მაისს იწურებოდა, თუმცა დღეს მუშაობის პერიოდი გახანგრძლივდა. კომისიის მუშაობაში "ევროპელი სოციალისტებისა" და "ქართული ოცნების" გარდა არც ერთი პარტია არ მონაწილეობს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძე განაცხადა, რომ ოპოზიციის წარდგენილი ბრალდებები იყო უსაფუძვლო.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის ბრალდება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ემსახურებოდა ერთადერთს, რომ როგორმე ძირი გამოეთხარა არჩევნებისთვის.

"ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც არჩევნების მიმართ დააყენა ძალიან მძიმე, თუმცა უსაფუძვლო, ცარიელი ბრალდება. მათ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის გადამოწმების საშუალება გახლდათ გადათვლა, რომელზეც თქვეს უარი. შემდეგი საშუალება გახლდათ გამოძიება ამ საკითხის, რაზეც როგორც ჩანს კვლავ ამბობენ უარს.

თუმცა, ამ კომისიაში ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ჩვენ მაქსიმალურად გამჭვირვალედ შევეცდებით საზოგადოებას დავანახოთ, რომ იმთავითვე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდება გახლავთ უსაფუძვლო. ეს ემსახურებოდა ერთადერთს, რომ როგორმე ძირი გამოეთხარა არჩევნებისთვის. ეს დაგმეს საერთაშორისო პარტნიორებმა, საზოგადოებისთვის ეს იყო მიუღებელი, მათ შორის ოპოზიციის ამომრჩევლებისთვის.

თუ ოპოზიციას კიდევ გაქვთ ბრალდება, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა, შემობრძანდით კომისიაში, გადაამოწმეთ თქვენი ბრალდება. სხვა შემთხვევაში ეს ბრალდება გაბათილდება და ჩვენ მაქსიმალურად ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ეს იყო რეალურად, არასწორი და უსაფუძვლო ბრალდება",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას შეუძლია თავად იყოს საქმის გამომძიებელიც და მოსამართლეც, შალვა პაპუაშვილის თქმით ოპოზიციას 6 თვის მანძილზე ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებები არჩევნებთან დაკავშირებით.

დღის ამბები