17 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ჩართვაში უარს აცხადებს 

დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ მსჯელპბისას, ოპოზიციამ დააფიქსირა, რომ უარს აცხადებს საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე. პოლიტიკოსები ოპოზიციური ფლანგიდან აცხადებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში საუბარია ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მათი შეფასებით, კომისიაში ჩართვას აზრი ეკარგება. 

პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიაში ჩართვა ახლა ყოველგვარ აზრს კარგავს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი კი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისია გასულ 6 თვიან სამუშაოს წყალში ჩაყრის და გაუფუჭებს სამომავლო პერსპექტივებს.

"მე თქვენს ადგილას უარს ვიტყოდი ამ კომისიაზე, რადგან გასულ 6 თვიან სამუშაოს წყალში ჩაყრის,"- აღნიშნა იოსელიანმა. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კომისიის მუშაობის გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის. 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საგამოძიებო კომისიას უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება პარლამენტში დღეს გამართულ სხდომაზე მიიღე. კომისიის მდივანი ევროპელი სოცილისტებიდან დავით ზილფიმიანი იქნება.

დღის ამბები