პარლამენტში შეიქმნა პირველი ოპოზიციური ფრაქცია, რომელშიც "ლელოსთან" ერთად გაერთიანდა ლელოს არაწევრი რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატები გაეპართიანდა, მათ შორის არის არმაზ ახვლედიანი.
როგორც არმაზ ახვლედიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა არჩევნები, სადაც ხალხი თავისი აზრის დაფიქსირებას ყოველგვარი ზეწოლის და ძალდატანების გარეშე შეძლებს.
"ლელო პარტნიორობა საქართველოს" ირგვლივ არაერთბაშად, მაგრამ მოხდება ძალების მოკრება და მობილიზება. გარდაუვალია საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი. ჩვენი ამოცანაა ეს დემონტაჟი მოხდეს ჩვენი სახელმწიფოსთვის ნაკლები დანაკარგით. ეს უნდა მოხდეს თანმიმდევრულად.
ადგილობრივი არჩევნები, ფაქტობრივად რეფერენდუმად გამოცხადებული, არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა საქართველოსთვის.
ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, რომ მოვახერხოთ და მივიდეთ საპარლამენტო არჩევნებამდე, სადაც ქართველი ხალხი ძალდატანების და ზეწოლის გარეშე შეძლებს არჩევნის დაფიქსირებას," - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.