პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე "დღის კურიერის" ეთერში ოპოზიციიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ არალოგიკურია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების შდეგებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიაში მუშაობაზე უარს აცხადებენ.
"6 თვის მანძილზე როდესაც ცდილობ, საზოგადოებას უთხრა არჩევნები გაყალბდაო, იყო უხეში დარღვევები, ოქმები არ შეესაბამება სიმართლეს და მერე პარლამენტში საგამოძიებო კომისიაში შემოსვლაზე უარს ამბობ, არ განვიხილოთ და უარს ვამბობო, ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა.
6 თვე ოპოზიცია სიცრუეში აცხოვრებდა საზოგადოებას და ტყუილს ახვევდნენ თავს ჩვენს პარტნიორებსაც,"- აღნიშნა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წევრების უმრავლესობა, მათ შორის პარლამენტში 6 თვის შემდეგ შესული ოპოზიცია, საგამოძიებო კომისიაში მუშაობაზე უარს აცხადებს. კომისიის თავმჯდომარედ უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე დღეს აირჩიეს. მასში ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ "ევროპელი სოციალისტები" მიიღებენ მონაწილეობას.