ლევან ვასაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს - დღეს ბიზნესმენი ოზურგეთში იმყოფებოდა. ვასაძე ადგილობრივ მოსახლეობას ჭადრების ბაღში გაესაუბრა. შეხვედრაზე საუბარი იყო ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ, ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებსა და ეკონომიკის გაძლიერების გზებზე.
"ადგილზე რომ ჩადიხარ, რაღაც საოცარი ინფორმაცია შემოდის შენში. ქალაქში გავლა გერჩივნოს სქელტანიანი კვლევის წაკითხვას და მე ბევრ რამეს ვსწავლობ. ჩემი გული სხვანაირად ცემს, როცა ჩამოვდივარ გურიაში, იმიტომ, რომ ვარ გურული, თუმცა მე სხვა სისხლიც მირევია, ერთი ბებია სვანი მყავდა, ერთი დიდი ბებია გაგუა იყო, ერთი ყიფიანი, მაგრამ გურია ჩემთვის სხვა არის. მე ღრმად მწამს, რომ ამ მხარეს დიდი პოტენციალი აქვს,"-აცხადებს ლევან ვასაძე.