"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია დავით ბაქრაძეს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში არახელსაყრელი შედეგის შემთხვევაში ის პარლამენტში შესვლას არ აპირებდა. გიგა ბოკერია "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნავს, რომ ძალიან ცუდია, როდესაც ყოფილი თანაგუნდელები მინიმალურ სტანდარტებს არ იცავენ.
"მან საჯაროდ თქვა, რომ არახელსაყრელი შედეგის შემთხვევაში ის არ შევიდოდა პარლამენტში. ეს მან თქვა საჯაროდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ძალიან არაკორექტულად და უპატიოსნოდ მოიქცა პოლიტიკურად. მან ეს პოლიტსაბჭოზე განაცხადა და მერე საჯაროდაც დაადასტურა პოსტფაქტუმ, როცა პარტიული პოლიტიკიდან წავედიო, თქვა, რომ მე არც შევდიოდი პარლამენტში ცუდი შედეგის გამოო, ანუ ეს საიდუმლო არავისთვის არ არის.
ძალიან ცუდია, მე მრცხვენია კიდევაც, თუ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები ასე მინიმალურად მაინც არ დაიცავენ იმ სტანდარტს, როდესაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით.
ჯერჯერობით, ვერ ვხედავ წინაპირობას, მაგრამ თუ შევცდები და ის გამოასწორებს ამ თავის საქციელს და დატოვებს პარლამენტს, ეს იქნება წესიერი საქციელი.
ცოტა უცნაური იყო, თუ ხელს აწერ შეთანხმებას, იმ შეთანხმების ნაწილი იყო ეგრევე შესვლა პარლამენტში," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.