17 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
საარჩევნო რეფორმის შეცვლილი კანონპროექტი ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში გაეგზავნება - შალვა პაპუაშვილი   

საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა გაიმართება.

მხარეები აცხადებენ, რომ მკვეთრი განსხვავებები მათ პოზიციებს შორის არ არის და ისინი ამ შეხვედრაზე კიდევ უფრო დააზუსტებენ, თუ რა ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს კანონპროექტი.

ასევე განმარტავენ, რომ მომდევნო კვირაში შემუშავებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გაეგზავნება. პარალელურად დაიწყება საკომიტეტო მოსმენებიც, თუმცა კანონის მიღება მხოლოდ დასკვნის შემდეგ მოხდება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმაზე უნდა მომზადდეს ისეთი კანონი, რომელსაც ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც დაუჭერს მხარს.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ძირითად საკითხებში ოპოზიციას და მმართველ გუნდს თანხვედრა უნდა ჰქონდეს. 

"მომავალ კვირას ჩვენ შეცვლილ კანონპროექტს ვენეციაში გავგზავნით. დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციას და მმართველ გუნდს ძირითად საკითხებზე ექნება თანხვედრა,"- აღნიშნა შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები