ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ვითარება კიდევ უფრო იძაბება. საჰაერო იერიშების პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალები "ჰამასს" ხმელეთიდანაც უტევს. თუმცა აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში არ შეჭრილან.
პალესტინური მხარის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 113-მდე გაიზარდა, მათგან 31 ბავშვია. დაშავდა 600-მდე ადამიანი.
ისრაელში კი სარაკეტო თავდასხმებს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არეულობებია ისრაელის ქალაქებშიც, სადაც პალესტინელებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებია.
ახლო აღმოსავლეთში არსებულ მწვავე ვითარებაზე გაეროს უშიშროების საბჭო მორიგ სხდომას 16 მაისს გამართავს.