საქართველოს საელჩო ისრაელში მორიგ განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური უწყება, ღაზას სექტორის მიმდებარედ 4 კილომეტრ მანძილზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს მთელი ღამის განმავლობაში თავშესაფრებში დარჩენას მოუწოდებს.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მითითების შესრულება სავალდებულოა.
"საგანგებო გაფრთხილება ისრაელის თავდაცვის ძალებიდან ღაზას სექტორის მიმდებარედ 4 კმ. მანძილზე მცხოვრები მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სავალდებულოდ უნდა დარჩეს თავშესაფრებში და დაცულ, ტყვიაგაუმტარ ოთახებში.
ამ პერიმეტრში ჩვენი თანამემამულეები არ იმყოფებიან, მაგრამ ინფორმაცია ვავრცელებთ აუცილებლობიდან სერიოზული საფრთხიდან გამომდინარე," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.