პანდემიის პირობებში ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება. მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 15%-ით, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა.
საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28, მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, მათი ღირებულება კი ჯამში 65 მლნ აშშ დოლარია.
ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენციის შესანარჩუნებლად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ბაზრებზე მარკეტინგულ ღონისძიებებს კვლავ ახორციელებს.
ღონისძიებები, ძირითადად, დისტანციურ ფორმატებში იმართება.