17 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
მხარს ვუჭერ კომპრომისის იდეას, სადაც გვექნება ერთი კანონპროექტი მრავალპარტიული მხარდაჭერით - იაგო ხვიჩია ამნისტიის პროექტზე

მმართველი გუნდის ოპონენტები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მხარეებს შორის მკვეთრად განსხვავებული პოზიციაა.

ოპოზიციური სპექტრი მომდევნო კვირიდან საკომიტეტო მოსმენებში აქტიურად ჩაერთვება. ისინი იმედოვნებენ, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება მოხდება, თუმცა "ქართული ოცნების" წარმოდგენილ ვერსიას არ ეთანხმებიან.

"მე ვუჭერ მხარს კომპრომისის იდეას, სადაც გვექნება ერთი კანონპროექტი მრავალპარტიული მხარდაჭერით, თუ გვინდა შეთანხმების მიღწევა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, და არა ის, რომ ერთმანეთს ფეხი დავუდოთ და ტალახი შევასხათ, შეთანხმება არის მიღწევადი," - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები