"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უახლოეს მომავალში ხელისუფლება ფრაქციების შექმნის მექანიზმს გაამარტივებს.
კობახიძის განცხადებით, შესაძლებელი იქნება ფრაქციის შექმნა 4 დეპუტატით.
"მნიშვნელოვანია, რომ გუშინ უკვე შეიქმნა პირველი ფრაქცია, ალბათ, კიდევ შეიქმნება სხვა ფრაქციებიც, ჩვენ გავამარტივებთ ფრაქციების შექმნის მექანიზმს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. 4 დეპუტატით უკვე შესაძლებელი იქნება ფრაქციის შექმნა. აქედან გამომდინარე, არაერთი ოპოზიციური ფრაქცია ჩამოყალიბდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.