19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
საქალაქო სასამართლო "რუსთავი 2-ის" საქმეზე მსჯელობს - საქმე ეხება დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელს

საქალაქო სასამართლო "რუსთავი 2-ის" საქმეზე მსჯელობს. საქმე ეხება ტელევიზიის დამფუძნებლების - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელს.

მოსარჩელე მხარე დღეს მტკიცებულებების გადაცემას და საკუთარი მოწმეების დამატებას მოითხოვს.

"რუსთავი 2-ის" ამჟამინდელი დირექტორი პაატა სალია საქმესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სხდომის დასრულების შემდეგ დააფიქსირებს.

სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა "რუსთავი 2"-ის სამოც პროცენტიანი წილი. მას შემდეგ დღემდე, ამ საქმეზე სასამართლოს არც ერთი სხდომა არ გამართულა.

დღის ამბები