17 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
რა ეწერება კოდექსში ნაკლებად მნიშვნელოვანია - იაგო ხვიჩია საარჩევნო რეფორმაზე

საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობამ პარლამენტის შენობაში გადაინაცვლა.

მხარეები საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე პროექტზე შეთანხმდებიან, დოკუმენტს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან და მხოლოდ მას შემდეგ დაამტკიცებენ, რაც ევროპის საბჭოს ორგანოსგან შეფასებებს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის თემა, სადაც პოლიტიკოსებს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ.

"რა ეწერება საარჩევნო კოდექსში ტექნიკურად, ჩემი აზრით ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია კონსენსუსი და ამ რეფორმის მიმართ ნდობა. მე ვაპირებ იმას, რომ კონსენსუსით მივიღოთ, რაც არ უნდა იყოს ის," -პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები