ირაკლი კობახიძე ზურაბ ადეიშვილისთვის მისივე მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე აცხადებს, რომ თუ ადრე სააკაშვილი და თავად ადეიშვილი საქართველოს ფარულად უპირისპირდებონდნე, დღეს ამას ღიად აკეთებენ.
"ძალიან საინტერესო ტენდენცია გაჩნდა ბოლო დღეებში, რამდენიმე საქმე შევიდა სტრასბურგში, მაგალითად მელია საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ. ახლა ადეიშვილი ითხოვს საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას. ადრე, თუ ისინი ფარულად უპირისპირდებოდნენ საქართველოს, ახლა ისინი უკვე პირდაპირი ფორმით ემიჯნებიან ჩვენს ქვეყანას,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.