17 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
გვაქვს სამართლიანი შეთავაზება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე პოლიტიკურად ნეიტრალური პირი იყოს - ანრი ოხანაშვილი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ოპოზიციასთან აქვს შეთავაზება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პროფესიული ნიშნით შეარჩიონ. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება რაციონალური და სამართლიანი იქნება.

"ქართული ოცნების" გუნდს აქვს სამართლიანი შეთავაზება ოპოზიციისადმი, რომ პირველი მოადგილე იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, უფრო მეტი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი და საჭიროების შემთხვევაში სწორედ ის იყოს მოვალეობის შემსრულებელი.

თუ ამ სამართლიანი და რაციონალური წინადადების საწინააღმდეგო არგუმენტს ვინმე წარმოადგენს, სიამოვნებით მოვუსმენთ, თუმცა აქამდე ასეთი არგუმენტი არ მოგვისმენია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის რაციონალური და სამართლიანი მიდგომა, ნაცვლად იმისა, რომ პირველი მოადგილე იყოს პოლიტიკურად დაინტერესებული, კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი, ვთავაზობთ, რომ არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ იყოს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პოზიციების დაახლოებას ცდილობენ. ერთ-ერთი საკითხი უკავშირდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნას. ხელისუფლების ოპონენტებს სურთ ეს კვოტა ოპოზიციონერი პარტიის წარმომადგენელმა. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ცესკოს მოადგილე პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს. 

დღის ამბები