ბოიკოტმა აზრი დაკარგა - პეტრე ცისკარიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას მოუწოდებს.
"ჩემი პირადი აზრია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება, მე-10 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს, იმიტომ, რომ ახლა ის მოცემულობაა, როდესაც ბოიკოტს აზრი აღარ აქვს.
ქვეყნისთვისაც, ამ პარტიისთვისაც და დემოკრატიისთვისაც უკეთესი იქნება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იქ იყოს," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით კი, "ნაციონალურ მოძრაობას" გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ცუდსა და უარესს შორის. მისი თქმით, პარტიაში არის ბევრი სხვადასხვა აზრი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კონსულტაციები გრძელდება.