17 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
საარჩევნო რეფორმა სრული ნდობით უნდა სარგებლობდეს - სალომე სამადაშვილი  

საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობამ პარლამენტის შენობაში გადაინაცვლა.

მხარეები საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე პროექტზე შეთანხმდებიან, დოკუმენტს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან და მხოლოდ მას შემდეგ დაამტკიცებენ, რაც ევროპის საბჭოს ორგანოსგან შეფასებებს მიიღებენ.

"საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ შევთანხმდით. დარჩენილია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი, რაზეც დღეს გვექნება მსჯელობა,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი. 

"ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია "ევროპელი სოციალისტების" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით ზილფიმიანი.

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმა სრული ნდობით უნდა სარგებლობდეს როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში. 

"საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, რომელიც მიღებული იქნება უახლოეს მომავალში, სრული ნდობით უნდა სარგებლობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევთ იმას, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის შეცვლილი იყოს საარჩევნო გარემო," - აღნიშნავს საპარლამენტო ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი. 

დღის ამბები