17 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
არ ვგეგმავთ ფრაქციის შექმნას, დიდი კაბინეტი, მანქანა და ბენზინი არ გვეხარბება - ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი, "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შექმნას არ აპირებს.

"ჩვენ არ ვგეგმავთ ფრაქციის შექმნას. ახალი რეგლამენტის თანახმად, საკმარისი უფლებამოსილება და ბერკეტი გვაქვს, რომ ჩვენი სადეპუტატო საქმიანობა ეფექტურად წარვმართოთ. 

ის, რომ ფრაქციას უფრო დიდი კაბინეტი ეკუთვნის, მანქანა ემსახურება და ბენზინს უსხამენ, ეს პრივილეგიები არ გვეხარბება და ეს არ არის ჩვენი მოტივატორი," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, უახლოეს მომავალში ხელისუფლება ფრაქციების შექმნის მექანიზმს გაამარტივებს. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელი იქნება ფრაქციის შექმნა 4 დეპუტატით.

პარლამენტში ახლადშესული ოპოზიციის ნაწილმა გუშინ ფრაქცია - "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" შექმნა, საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შექმნის საკითხზე მუშაობს "სტრატეგია აღმაშენებელიც".

დღის ამბები